чарівництво,любовної,підлоги

если жена тебе изменила то радуйся, что она изменила тебе , а не отечеству

„სასურველი სასიძოები“ October 30, 2009

Filed under: ძალიან ქართული — ninabogdarenko @ 9:18 pm

http://gaytb.blogspot.com/

ეს ნაწერი იმდენად მომეწონა და იმდენად მართალია რომ გადავწყვიტე ჩემთანაც დამედო.

ვიცი ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ისევ გამაკრიტიკებენ, მაგრამ ამჯერადაც ვარჩიე მაინც დამეწერა. ძალიან დიდი პატივს ვცემ მაია ასათიანს და მის „პროფილსაც“ უმეტესწილად სიამოვნებით ვუყურებ, რადგან სხვა უკეთესი მაინც ჯერჯერობით ქართულ ტელესივრცეში არაფერია. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის „პროფილი“ ყველაზე რეიტინგულ გადაცემადაც ითვლება და ისიც მსმენია, რომ მაიას კონკურენტები სხვა მედია–საშუალებებიდან ცდილობენ „გადაუჯოკრონ“ და შესაძლოა ახლო მომავალში რაიმე საინტერესოსაც ველოდოთ.

მაგრამ ამჯერად ისევ მაიას „მუდმივ საუკეთესო სასიძოებს“ მინდა მივუბრუნდე. გუშინდელ გადაცემაში მხოლოდ ორი ცალი ჰყავდა – ანრი ჯოხაძე და ჯაბა ქარსელაძე. სხვა დროს ყველა ჰყავს ხოლმე „ბითუმად“ მაგრამ ამჯერად ამ ორზე შევაჩერებ ყურადღებას. იმთავითვე აღვნიშნავ, რომ დიდ პატივს ვცემ ანრი ჯოხაძის ნიჭს და შესაძლებლობებს, და ჯაბა ქარსელაძის მიმართაც არანაირი „ლიჩნაია ნეპრიაზნ“ არ მაწუხებს, შეიძლება ითქვას უფრო პირიქით, ძალიანაც მომწონს როგორც ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილი.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს „დაბოლების პოლიტიკა“ ყელში ამოვიდა. ყოველ გადაცემაში იმაზე ბჭობენ, თუ როგორი მდიდარი პირადი ცხოვრება აქვთ აღნიშნულ ყმაწვილებს, არ ავიწყდებათ ზეყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ბიჭები უამრავი გოგონების გარემოცვაში არიან, იხსენებენ, რომ 15–16 წლის ასაკში პირველად გოგონა შეუყვარდათ და მთელი ცხოვრება ამ გოგონაზე ფიქრები გაჰყვათ და ასე შემდეგ. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდის, ვერცერთი მათგანი ვერ ასახელებს ნორმალურ ახალგაზრდა გოგონას, ვისთანაც რაიმე ურთიერთობა ექნებოდათ. გუშინ ჯაბამ ისეთი რამე „მოხია“, ლამის ამოვყირავდი – თურმე, ნუ იტყვით და მისი ტრფობის საგანი ინგა გრიგოლია ყოფილა. ბოჟე მოი, რასაც ჰქვია. შვილო, ხომ არ გაგიჟდი? გეთანხმები გრიგოლია ტრანსვესტიტს ჰგავს და ქცევებშიც კაცური მანერები მოსდევს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ინგა ქალია და თან ჯაბა ქარსელაძეზე მინიმუმ 15 წლით უფროსი. რამ გააგიჟა ეს ბიჭი არ მესმის. თუმცა რაღაც ხომ უნდა ეთქვა…

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, როგორ ჰყვებოდა ჯაბუკა ისტორიებს გოგონებთან თავისი ურთიერთობების შესახებ, დაახლოებით ამ სტილში – „უი, გოგო ხო, აი 15 წლის რომ ვიყავი, ნუ მაშინ ერთად გავიტასავეთ და…“. ამას მის სათუთ მიხვრა–მოხვრასაც და განაზებულ ხმასაც თუ დავუმატებთ, ასე ჩემო კარგებო ჩემი მეგობარი დაქალები ლაპარაკობენ ორივე სქესის, და არავითარ შემთხვევაში არა სასიძოები, რომლებსაც ერთი სული აქვთ ქალი ჩაიგორონ საწოლში… და კიდევ, როცა გრიგოლიაზე ლაპარაკობდა და თქვა, კი ნამდვილად არის ადამიანი, ვისაც ვეთაყვანები და ვინც სულის სიღრმემდე მიყვარსო, მეგონა აი დადგა „ჟამი ჭეშმარიტებისა“ და ახლა იტყვის – დიახ, ეს სერგეი ლაზარევიაო. მიუხედავად იმისა, რომ კლასნიკები ამჟამად უცხო დამთვალიერებლებისათვის დახშული აქვს, კარგად მახსოვს, სანამ ამ კარს დახურავდა, რა წარწერები ჰქონდა გაკეთებული ლაზარევის ფოტოებისთვის თავის ალბომებში კლასნიკებზე. ზუსტად იგივე სიტყვებით, რაც წუხელ გრიგოლიას მიუძღვნა. მოდი და არკვიე ახლა როდის არის მართალი. ნუ გრიგოლია რომ გამოგონილი პონტია, ამას დიდი მტკიცება არ უნდა.

ანრისაც, რომელსაც მართლა ვაფასებ მისი ვოკალური შესაძლებლობების და არტისტიზმის გამო, არ ჰყოფნის გამბედაობა, ბოლომდე მართალი იყოს საზოგადოების წინაშე და თქვას, რომ არა ბატონო, ქალები არ მომწონს, ის ისტორიები რასაც აქამდე გიყვებოდით მეტწილად მოგონილი ან ნახევრადსიმართლე იყო და რომ მოსაბეზრებელია ამდენი თვალებში ნაცრის შეყრა. ზაფხულის ერთერთ გადაცემაში თითქმის გახსნილად უთხრა ანრიმ იგივე მაია ასათიანს იმავე პროფილში, როცა მაიამ ჰკითხა, შენზე ამბობენ განსხვავებული ორიენტაციისაო, ანრიმაც არ დააყოვნა პასუხი – კაცი რომ იყო, გკითხავდი რამეს მთავაზობო?… ამაზე მეტი რაღა გინდათ თქვე დალოცვილებო, და ამის მერე ისევ მიდის ბაზარი იმაზე, რომ აი ანრი როგორ უყვართ გოგონებს და მოსვენებას არ აძლევენ და თურმე დედამისი სადედამთილოდ ემზადება.

ამავე ზაფხულის გადაცემაში, თუ არ ვცდები 6 ივლისის, ერთადერთი ადამიანი, რომელიც გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, დიახ, მე ტრანსექსუალი ვარო, კესო იყო. კესო, რომელსაც ადრე თუ არ ვცდები გიორგი ერქვა. დღესდღეობით მშვენიერი გოგონაა, მემგონი მეუღლეც ჰყავს და ისიც მსმენია, რომ გადასარევი ბიჭიაო. ხო და ღმერთმა გაუმარჯოს! მაგრამ როგორც აღმოჩნდა კესოს სიმართლე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ იგივე ნაბიჯი გადაედგათ ანრისაც, ჯაბასაც, ზალიკო ბერგერსაც (ბერგერი მექალთანე – კოშმარ) და ახლადგამოჩეკილ „სელებრითის“ ბიჭოლას.

არა და რომ დაუკვირდე, თუ არა გადაცემის წამყვანების, და ამ შემთხვევაში მაია ასათიანის (მისდამი პატივისცემას კიდევ ერთხელ ვადასტურებ) დაჟინებული კითხვები გოგონებთან ამ „სასურველი სასიძოების“ ურთიერთობების შესახებ, თავისით არცერთი მათგანი ამ თემაზე არ იწყებს საუბარს და ისტორიების მოყოლისას „ფალში“ აშკარად თვალში საცემია. იცით რა? მე ეს გადაცემა მიყვარს, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მომბეზრდა ტყუილები, და უაზროდ ამ ტყუილებით ნურც მე და ნურც სრულიად საქართველოს მაყურებლებს ნუღარ ბერავთ. გინდათ ვაჟცაკები, მოიყვანეთ ვაჟკაცები, სპორტსმენები, არ ვიცი კიდევ ვინ, ალაპარაკეთ ისინი, ოღონდ არა ეს გამოგონილი „სასურველი სასიძოები“. ამათთან საუბარი თუ გინდათ, ესაუბრეთ კარიერაზე, შემოქმედებაზე და ასე შემდეგ, და მათი პირადი ცხოვრების გამოგონილი ამბები კი აღარ გვინდა. მე არ მინდა. თუ ვინმეს უნდა თქვას, კი მე მსიამოვნებს, როდესაც მუდმივად მატყუებენ და მეუბნებიან იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

და ბოლოს, რომ დავასაბუთო ჩემი ასეთი კატეგიურიული ტონი. ჯერ ერთი, ისევ და ისევ ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომელთა მიმართაც საჯარო ინტერესი გამართლებულია და თუ თავიანთი პირადი ცხოვრების ასეთი დამალვა სურთ, ყოველ დღე ტელევიზორში ნუ ძვრებიან. გარდა ამისა, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ სხვებს. წარმოიდგინეთ გლდანში, ვარკეთილში, ჩხოროწყუში, წყალტუბოში, სადღაც „მაღლა მთაში“ მცხოვრები ბიჭი, რომელსაც იგივე ნაზი მანერები აქვს, იგივე სურს ისევე ლამაზად ჩაცმული იყოს, როგორც ეს „სასურველი სასიძოები“, მაგრამ ბიჭმა იცის რომ გეია, და ამ დროს ტელევიზორში უყურებს, რომ მისნაირივე ქცევის ადამიანებს თავი მექალთანეებად მოაქვთ და ყვებიან გამოგონილ ისტორიებს, რა უნდა ქნას ამ დროს ამ ბიჭმა, თავი მოიკლას? თუ ნაძალადევად მოიყვანოს ცოლი 18 წლის ასაკში, რომ მისმა მშობლებმა მასზე არაფერი გაიგონ?… ეს არის ჩემი კომენტარი…

http://gaytb.blogspot.com/

 

ჩემი კიევი–ჩემი ქართველები July 14, 2009

Filed under: УКРАИНА,КИЕВ, ძალიან ქართული — ninabogdarenko @ 10:32 am

Untitled-1ფორუმზე ვნახე თემა უკრაინის შესახებ,შესვლისთანავე უკვე ვიცოდი რომ საინტერესო საკითხავი მელოდა წინ,რამოდენიმე ძალიან ქართული ნაწერები ამოვიწერე და ეხლა გთავაზობთ

500–600 დოლარად ესე 5–6 ნაშას აყრი?

ყველა მაღალი,ქერა.ულიფო და ტანზე უთმო იყო

გამიგია სიკვდილის წინ ყველა ლამაზი კადრი ერთად გაგიჩნდება თვალებშიო და კიევში მაგიტომ მივდივარ

ისე ძმებო იოლად იკერებიან?

თუ “ფხიანია” ადამიანი, გემზეც მოახერხებს ვინმეს გაცნობას და გართობას, მატარებელშიც.. ავტობუსშიც..

1000 დოლარით რო წავიდე კარგ ნაშებს ავყრი და საჭმელადაც მეყოფა?

რუსული როგორ დონეზე უნდა ვიცოდე რო ავყარო ნაშობა?

 

I HATE FAKER’S July 3, 2009

Filed under: УКРАИНА,КИЕВ, ძალიან ქართული — ninabogdarenko @ 3:14 pm

x_0b93e659
რამდენი ხანია ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა ამის შესახებ :) ბლოგი კიდევ საუკეთესო ვარიანტია (ქართველების მიერ დაწუნებული–არადა მთელი საქართველო დარეგისტრირებულია) Odnoklassniki.ru მრავალი ფოტო აღმოვაჩინე ჩემი სურათებით ზოგი სვეტლანა აბრამოვიჩია,ზოგი დაშა ზოგი შავი კატა და ზოგიც Unknown.რამაც გამოიწვია კიდევაც ჩემი პროფილის დახურვა (მხოლოდ მეგობრები) და მეც დავისვენე,ყველაზე საინტერესო რაც იყო,1 ახალგაზრდა პატარა ბავშვმა დამიმატა,უბრალოდ მოდელობა უნდოდა და რამოდენიმე კითხვას დაგისვავო.იმ დღიდან გაჩნდა საიტზე ვიღაცა დაშა–მეც რათმქუნდა წავშალე ეს ბავშვი,და მეორე დღეს უკვე დედამისმა დამიმატა :) ანუ ავადმყოფების ოჯახი–ეტყობა დედა–შვილი ერთად იჯდნენ და აღმგზნებ კომენტარებზე ერთად ერთობოდნენ.რაც ყველაზე საინტერესოა უმეტესობა ქართველია რუსული სახელით–თან ყველაზე სახალისო ის არის რომ რუსი როცა ხარ ოდნავ მაინც უნდა იცოდე რუსული,და არა საშინლად.მეგობარმა მოგზაურობის თემის მისამართი მომცა თბილისის ფორუმზე–ძალიან საინტერესო ფორუმია დასვავ ნებისმიერ კითხვას და პასუხსაც იღებ–შეძლებისაგვარად.ფოტოები დავდე ფორუმელების სურათების თემაში–ზოგმა ჩემი მკერდის ამოვარდნა აღნიშნა,ზოგმა იქვე google-ში მოძებნა ჩემზე ვიდეო და ხელიც გაავარჯიშა.ზოგმა თავისი ხამობა,უბრალოდ რეალურ შეფასებას დააბრალა.

 

მოდელი–ქართულად! July 2, 2009

Filed under: ძალიან ქართული — ninabogdarenko @ 7:18 pm


ყველას ვისაც აქვს 2 ფეხი 2 ხელი 1 თავი 20 თითი და ორი თვალი მოდელი უნდა იყოს?ერთ ქართულ სამოდელო სააგენტოს კასტინგი ქონდა გამოცხადებული მოდელების შესარჩევად 12–25 წლამდე,თვითონ ასაკი 12 წელი უკვე საინტერესოა,და 25 წელიც როდესაც უკვე მოდელი უნდა იყო და უნდა ჩამოდიოდე კიდევაც პოდიუმიდან თუ გადასაღები მოედნიდან.სააგენტოს მოდელების ფოტოები დავათვალიერე და ვნახე რომ ბიჭებში ძალიან “გვიჭირს”–სულ ვნახე 1 უზარმაზარი ყბით და მეორე დისტროფიკი ბიჭი.ფოტოგრაფს კარგად ჰქონდა დანახული და მოდელ ბიჭს ყბაზე სხვადასხვა საგნებს აფარებდა,საგნებს თუ არა რაკურსით “ტეხავდა” ყბას.გასაგებია ოჯახში გეუბნებიან რომ ხარ ლამაზი,მამას ცხოვრება,დედას ანგელოზი,ბებიას დახატული–მაგრამ სააგენტო იმისთვისაა რომ გითხრას წადი გახდი იურისტი,სანტექნიკოსი,მოდელიორი,მხატვარი–მაგრამ არა მოდელი.მაგრამ როგორც მივხვდი–სააგენტოს ავიწყდება თავისი მოვალეობა რაღაცა 1 თვის გადასახადის გამო.ყველა ვერ იქნება ლამაზი და სიმპატიური,ამიტომ არსებობს მრავალზე მრავალი პროფესია სადაც გარეგნობა არავის აინტერესებს,და სააგენტო ვალდებულია უთხრას იქ მისულს რომ არ გამოდგება მოდელად,გაუძლოს ცდუნებას – თვეში 70–150 ლარი.