чарівництво,любовної,підлоги

если жена тебе изменила то радуйся, что она изменила тебе , а не отечеству

„სასურველი სასიძოები“ October 30, 2009

Filed under: ძალიან ქართული — ninabogdarenko @ 9:18 pm

http://gaytb.blogspot.com/

ეს ნაწერი იმდენად მომეწონა და იმდენად მართალია რომ გადავწყვიტე ჩემთანაც დამედო.

ვიცი ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ისევ გამაკრიტიკებენ, მაგრამ ამჯერადაც ვარჩიე მაინც დამეწერა. ძალიან დიდი პატივს ვცემ მაია ასათიანს და მის „პროფილსაც“ უმეტესწილად სიამოვნებით ვუყურებ, რადგან სხვა უკეთესი მაინც ჯერჯერობით ქართულ ტელესივრცეში არაფერია. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის „პროფილი“ ყველაზე რეიტინგულ გადაცემადაც ითვლება და ისიც მსმენია, რომ მაიას კონკურენტები სხვა მედია–საშუალებებიდან ცდილობენ „გადაუჯოკრონ“ და შესაძლოა ახლო მომავალში რაიმე საინტერესოსაც ველოდოთ.

მაგრამ ამჯერად ისევ მაიას „მუდმივ საუკეთესო სასიძოებს“ მინდა მივუბრუნდე. გუშინდელ გადაცემაში მხოლოდ ორი ცალი ჰყავდა – ანრი ჯოხაძე და ჯაბა ქარსელაძე. სხვა დროს ყველა ჰყავს ხოლმე „ბითუმად“ მაგრამ ამჯერად ამ ორზე შევაჩერებ ყურადღებას. იმთავითვე აღვნიშნავ, რომ დიდ პატივს ვცემ ანრი ჯოხაძის ნიჭს და შესაძლებლობებს, და ჯაბა ქარსელაძის მიმართაც არანაირი „ლიჩნაია ნეპრიაზნ“ არ მაწუხებს, შეიძლება ითქვას უფრო პირიქით, ძალიანაც მომწონს როგორც ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილი.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს „დაბოლების პოლიტიკა“ ყელში ამოვიდა. ყოველ გადაცემაში იმაზე ბჭობენ, თუ როგორი მდიდარი პირადი ცხოვრება აქვთ აღნიშნულ ყმაწვილებს, არ ავიწყდებათ ზეყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ფოტოები, სადაც ბიჭები უამრავი გოგონების გარემოცვაში არიან, იხსენებენ, რომ 15–16 წლის ასაკში პირველად გოგონა შეუყვარდათ და მთელი ცხოვრება ამ გოგონაზე ფიქრები გაჰყვათ და ასე შემდეგ. მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდის, ვერცერთი მათგანი ვერ ასახელებს ნორმალურ ახალგაზრდა გოგონას, ვისთანაც რაიმე ურთიერთობა ექნებოდათ. გუშინ ჯაბამ ისეთი რამე „მოხია“, ლამის ამოვყირავდი – თურმე, ნუ იტყვით და მისი ტრფობის საგანი ინგა გრიგოლია ყოფილა. ბოჟე მოი, რასაც ჰქვია. შვილო, ხომ არ გაგიჟდი? გეთანხმები გრიგოლია ტრანსვესტიტს ჰგავს და ქცევებშიც კაცური მანერები მოსდევს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ინგა ქალია და თან ჯაბა ქარსელაძეზე მინიმუმ 15 წლით უფროსი. რამ გააგიჟა ეს ბიჭი არ მესმის. თუმცა რაღაც ხომ უნდა ეთქვა…

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, როგორ ჰყვებოდა ჯაბუკა ისტორიებს გოგონებთან თავისი ურთიერთობების შესახებ, დაახლოებით ამ სტილში – „უი, გოგო ხო, აი 15 წლის რომ ვიყავი, ნუ მაშინ ერთად გავიტასავეთ და…“. ამას მის სათუთ მიხვრა–მოხვრასაც და განაზებულ ხმასაც თუ დავუმატებთ, ასე ჩემო კარგებო ჩემი მეგობარი დაქალები ლაპარაკობენ ორივე სქესის, და არავითარ შემთხვევაში არა სასიძოები, რომლებსაც ერთი სული აქვთ ქალი ჩაიგორონ საწოლში… და კიდევ, როცა გრიგოლიაზე ლაპარაკობდა და თქვა, კი ნამდვილად არის ადამიანი, ვისაც ვეთაყვანები და ვინც სულის სიღრმემდე მიყვარსო, მეგონა აი დადგა „ჟამი ჭეშმარიტებისა“ და ახლა იტყვის – დიახ, ეს სერგეი ლაზარევიაო. მიუხედავად იმისა, რომ კლასნიკები ამჟამად უცხო დამთვალიერებლებისათვის დახშული აქვს, კარგად მახსოვს, სანამ ამ კარს დახურავდა, რა წარწერები ჰქონდა გაკეთებული ლაზარევის ფოტოებისთვის თავის ალბომებში კლასნიკებზე. ზუსტად იგივე სიტყვებით, რაც წუხელ გრიგოლიას მიუძღვნა. მოდი და არკვიე ახლა როდის არის მართალი. ნუ გრიგოლია რომ გამოგონილი პონტია, ამას დიდი მტკიცება არ უნდა.

ანრისაც, რომელსაც მართლა ვაფასებ მისი ვოკალური შესაძლებლობების და არტისტიზმის გამო, არ ჰყოფნის გამბედაობა, ბოლომდე მართალი იყოს საზოგადოების წინაშე და თქვას, რომ არა ბატონო, ქალები არ მომწონს, ის ისტორიები რასაც აქამდე გიყვებოდით მეტწილად მოგონილი ან ნახევრადსიმართლე იყო და რომ მოსაბეზრებელია ამდენი თვალებში ნაცრის შეყრა. ზაფხულის ერთერთ გადაცემაში თითქმის გახსნილად უთხრა ანრიმ იგივე მაია ასათიანს იმავე პროფილში, როცა მაიამ ჰკითხა, შენზე ამბობენ განსხვავებული ორიენტაციისაო, ანრიმაც არ დააყოვნა პასუხი – კაცი რომ იყო, გკითხავდი რამეს მთავაზობო?… ამაზე მეტი რაღა გინდათ თქვე დალოცვილებო, და ამის მერე ისევ მიდის ბაზარი იმაზე, რომ აი ანრი როგორ უყვართ გოგონებს და მოსვენებას არ აძლევენ და თურმე დედამისი სადედამთილოდ ემზადება.

ამავე ზაფხულის გადაცემაში, თუ არ ვცდები 6 ივლისის, ერთადერთი ადამიანი, რომელიც გამოვიდა და საჯაროდ განაცხადა, დიახ, მე ტრანსექსუალი ვარო, კესო იყო. კესო, რომელსაც ადრე თუ არ ვცდები გიორგი ერქვა. დღესდღეობით მშვენიერი გოგონაა, მემგონი მეუღლეც ჰყავს და ისიც მსმენია, რომ გადასარევი ბიჭიაო. ხო და ღმერთმა გაუმარჯოს! მაგრამ როგორც აღმოჩნდა კესოს სიმართლე არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ იგივე ნაბიჯი გადაედგათ ანრისაც, ჯაბასაც, ზალიკო ბერგერსაც (ბერგერი მექალთანე – კოშმარ) და ახლადგამოჩეკილ „სელებრითის“ ბიჭოლას.

არა და რომ დაუკვირდე, თუ არა გადაცემის წამყვანების, და ამ შემთხვევაში მაია ასათიანის (მისდამი პატივისცემას კიდევ ერთხელ ვადასტურებ) დაჟინებული კითხვები გოგონებთან ამ „სასურველი სასიძოების“ ურთიერთობების შესახებ, თავისით არცერთი მათგანი ამ თემაზე არ იწყებს საუბარს და ისტორიების მოყოლისას „ფალში“ აშკარად თვალში საცემია. იცით რა? მე ეს გადაცემა მიყვარს, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მომბეზრდა ტყუილები, და უაზროდ ამ ტყუილებით ნურც მე და ნურც სრულიად საქართველოს მაყურებლებს ნუღარ ბერავთ. გინდათ ვაჟცაკები, მოიყვანეთ ვაჟკაცები, სპორტსმენები, არ ვიცი კიდევ ვინ, ალაპარაკეთ ისინი, ოღონდ არა ეს გამოგონილი „სასურველი სასიძოები“. ამათთან საუბარი თუ გინდათ, ესაუბრეთ კარიერაზე, შემოქმედებაზე და ასე შემდეგ, და მათი პირადი ცხოვრების გამოგონილი ამბები კი აღარ გვინდა. მე არ მინდა. თუ ვინმეს უნდა თქვას, კი მე მსიამოვნებს, როდესაც მუდმივად მატყუებენ და მეუბნებიან იმას, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

და ბოლოს, რომ დავასაბუთო ჩემი ასეთი კატეგიურიული ტონი. ჯერ ერთი, ისევ და ისევ ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომელთა მიმართაც საჯარო ინტერესი გამართლებულია და თუ თავიანთი პირადი ცხოვრების ასეთი დამალვა სურთ, ყოველ დღე ტელევიზორში ნუ ძვრებიან. გარდა ამისა, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევენ სხვებს. წარმოიდგინეთ გლდანში, ვარკეთილში, ჩხოროწყუში, წყალტუბოში, სადღაც „მაღლა მთაში“ მცხოვრები ბიჭი, რომელსაც იგივე ნაზი მანერები აქვს, იგივე სურს ისევე ლამაზად ჩაცმული იყოს, როგორც ეს „სასურველი სასიძოები“, მაგრამ ბიჭმა იცის რომ გეია, და ამ დროს ტელევიზორში უყურებს, რომ მისნაირივე ქცევის ადამიანებს თავი მექალთანეებად მოაქვთ და ყვებიან გამოგონილ ისტორიებს, რა უნდა ქნას ამ დროს ამ ბიჭმა, თავი მოიკლას? თუ ნაძალადევად მოიყვანოს ცოლი 18 წლის ასაკში, რომ მისმა მშობლებმა მასზე არაფერი გაიგონ?… ეს არის ჩემი კომენტარი…

http://gaytb.blogspot.com/

 

One Response to “„სასურველი სასიძოები“”

  1. Alexander Says:

    მადლობა კომპლიმენტისთვის :)


Leave a Reply